– სასამართლოში გიჩივლებთ! – აცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე.
ამის მიზეზი მამის, ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის 1959 წელს გადაღებული ფილმი “ფატიმა” გახდა, რომელიც ოსებმა მიითვისეს.
“მეტი, ვიდრე კინო” – ასეთია სტატიის სახელწოდება, სადაც საუბარია ფილმზე “ფატიმა” და მის რეჟისორად არა სიკო დოლიძე, არამედ ოსი რეჟისორი ვლადიმერ ვალიევია (ვალიშვილი) მოხსენიებული.
ისტორიის ფურცლები:
ფილმთან დაკავშირებით ვიკიპედიაშიც იგივე ინფორმაციაა განთავსებული, კომპოზიტორად კი არჩილ კერესელიძის ნაცვლად ბორის გალაევია მითითებული.
ფაქტი სიკო დოლიძის შვილმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გააპროტესტა:
“გააფრინეთ?! ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სიკო დოლიძის ფილმი! როგორ ბედავთ ასე იცრუოთ?
მუსიკა არჩილ კერესელიძის დაწერილია. მორჩით ტყუილებს! სასამართლოში გიჩივლებთ!”
