ქართველმა პიანისტმა 300 კონკურსანტში გაიმარჯვა

კითხვის დრო: 1 წთ.

ქართველმა პიანისტმა 300 კონკურსანტში გაიმარჯვაქართველმა პიანისტმა თამუნა გიგუაშვილმა 300 პიანისტს შორის გაიმარჯვა. ის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოპერო მომღერალი მიშა ქირია სოციალურ ქსელში ავრცელებს და ქართველებს ამ სიხარულის გაზიარებისკენ მოუწოდებს:

“ჩვენი გოგო თამუნა გიგუაშვილი მაესტრო რიკარდო მუტიმ დააჯილდოვა, 300 პიანისტიდან, 4 საუკეთესოში მოხვდა!

დაჯილდოვებაზე ყველაზე ლამაზი იყო და მაესტრომ ჩინელ პიანისტს უთხრა, ქართველის გვერდით ნუ დადგები, დაიკარგებიო.

შხვართი, შხვართი და უნიჭიერესი გვყავს, იამაყეთ ქართველებო!”

Artinfo.ge