ასტანას პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ორმა ქართველმა პიანისტმა გაიმარჯვა. ილია ლომთათიძემ და სანდრო ნებიერიძემ პირველი საპრიზო ადგილი გაიყვეს.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 18 წლამდე კონკურსანტი ჰყავდა. 30-მა მონაწილემ კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სათანადო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად მიიღო.
ისტორიის ფურცლები:
კონკურსის პირველ ტურში მონაწილეებმა სოლო ნაწარმოებები შეასრულეს, მეორე ტურში კი ორკესტრთან ერთად დაუკრეს.
გამარჯვებული ქართველები ცნობილი პიანისტის დენის მაცუევის კოლეგებმა საფრანგეთის მუსიკალურ კონკურსზე მიიწვიეს, სადაც 2016 წელს ისევ ერთად ჩავლენ.
