იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართული საერთაშორისო კონკურსი “Anselmo Colzanis” ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
რიგით მე-12 საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტმა ოთარ ნაკაშიძემ დაიკავა. გამარჯვებასთან ერთად ის პუბლიკის რჩეულადაც დასახელდა.
საერთაშორისო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 150 შემსრულებელი მონაწილეობდა.
ისტორიის ფურცლები:
ოთარ ნაკაშიძემ პროფესიული სტაჟირება იტალიის ქალაქ მილანის სამუსიკო აკადემიაში გაიარა.
ოთარ ნაკაშიძე:
“ბედნიერი ვარ, იტალიაში გავიმარჯვე სახელოვანი იტალიელი ბარიტონის “Anselmo Colzanis” საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე. ასევე გავხდი პუბლიკის რჩეული!! დიდი მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანეთ ჩემს წარმატებაში!! ყველანი ძალიან მიყვარხართ!!”
