ქართველი სოპრანო საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

კითხვის დრო: 1 წთ.

ქართველი სოპრანო საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულიაახალგაზრდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. სალომემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ კონკურსში INTERNATIONAL STANISŁAW MONIUSZKO VOCAL COMPETITION 2016 და პირველი პრემია მოიპოვა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი საოპერო მომღერლებისთვის პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში ჩატარდა. მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა საოპერო მომღერალი მონაწილეობდა. სალომეს უპირატესობა კონკურსანტებს შორის თავიდანვე გამოიკვეთა და პირველი პრემიის მფლობელიც გახდა.

ისტორიის ფურცლები:

წელს INTERNATIONAL STANISŁAW MONIUSZKO VOCAL COMPETITION 2016 მეცხრედ ჩატარდა. მისი დამაარსებელია Maria Fołtyn, რომლის წყალობითაც კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად არის მიჩნეული.

Artinfo.ge