ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს წამყვან თეატრებში დიდი წარმატებით გამოდიან. მათი პარტნიორები კი აღიარებული მომღერლები არიან.
პირველ და 4 მარტს ბარსელონას დიდ თეატრ ლისცეუში The Gran Teatre del Liceu ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ჟიულ მასნეს ოპერაში “ტაისი” იმღერებს.
ისტორიის ფურცლები:
ნინო ბარსელონაში პლასიდო დომინგოს მიწვევით იმღერებს და მას პარტნიორობას თავად პლასიდო დომინგო გაუწევს.
ოპერა იშვიათად იდგმება, რადგან ტაისი ერთ-ერთ ურთულეს პარტიად არის მიჩნეული და ვირტუოზულ შესრულებას მოითხოვს.
