აზიის საერთაშორისო ფესტივალი ქართველი რეჟისორისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
რატი წითელაძემ, რომელიც წარსულში მოკრივე იყო და მოგვიანებით კინემატოგრაფში გადაინაცვლა, თავისი ახალი ფილმის პროექტით აზიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიგო.
ისტორიის ფურცლები:
ფილმის პროექტი 2013 წლის 17 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. “17 მაისი” – ასე ეწოდება მხატვრული ფილმის პროექტს და ის ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას შეეხება.
ფილმის რეჟისორი რატი წითელაძეა, სცენარის ავტორი კი ნინო ვარსიმაშვილი.
