მუსიკალური შოუ “Voice” მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სხვადასხვა ქვეყნის კონკურსებში ნიჭიერი მომღერლები საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და შოუს მთავარი პრიზის მოგებას ცდილობენ.
ისტორიის ფურცლები:
გამონაკლისი არც ქართველი მომღერალი დავით ადამაშვილია, რომელმაც მონაწილეობა პოლონურ “Voice“-ში მიიღო და შესარჩევ ტურში ინგლისური როკ ჯგუფის როლინგ სტოუნზის უკვდავი ჰიტი “ენჯი” შეასრულა.
დავითის ორიგინალურ შესრულებას ჟიურის სამი წევრი შემოუბრუნდა. ქართველი კონკურსანტის ვიდეოს ინტერნეტში ათასობით ნახვა აქვს.

