ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსიში რეალისტური ფერწერის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის Art Renewal Center®-ის მიერ ჩატარებული მე-12-ე საერთაშორისო კონკურსის შედეგები გახდა ცნობილი.
ნატურმორტის განხრით საუკეთესო სამეულში ქართველი ხელოვანის ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევარი მოხვდა.
ისტორიის ფურცლები:
ბრუნო ვეფხვაძე ცნობილი ქართველი მხატვრის ჯოვანი ვეფხვაძის შვილია და იგი ვეფხვაძეების არაჩვეულებრივი დინასტიის ღირსეული გამგრძელებელია.
ეს არის პირველი ნამუშევარი საქართველოდან, რომელიც ასეთი მაღალი დონის კონკურსზე საუკეთესო სამეულში დასახელდა.
