ქართველი ხელოვანის ნამუშევრები დეგას და როდენის გვერდით

კითხვის დრო: 1 წთ.

ქართველი ხელოვანის ნამუშევრები დეგას და როდენის გვერდითქართველი ხელოვანის ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილი ფრანგი მხატვრებისა და სკულპტორების ედგარ დეგას და ოგიუსტ როდენის ნამუშევრებთან ერთად არის გამოფენილი.

ლონდონში გაიხსნა სპეციალური გამოფენა, სადაც ოგიუსტ როდენის 5 ახალი სკულპტურაა წარმოდგენილი. მათ გვერდით ქართველი რეჟისორისა და მხატვრის დავით პაპავა გურჯის ორი ნამუშევარიც გამოიფინა.

დავით პაპავა-გურჯი უკვე წლებია უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ეტაპობრივად ქართველი ხელოვანი სამშობლოში ჩამოდის და სპექტაკლებს დგამს. ერთ-ერთი მისი ბოლო სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში თებერვალში იქნა წარმოდგენილი. “ფრინველები” – ასე უწოდა რეჟისორმა სპექტაკლს, რომელშიც ხალხის და პოლიტიკური ურთიერთობების გაანალიზების თავისი ხედვა წარმოადგინა.

Artinfo.ge