ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს მიაჩნდა, რომ თითოეული ქართველი ცალკე სახელმწიფოა, რადგან ყველა მბრძანებელია:
“ჩვენი ტემპერამენტი გაჯერებულია ინდივიდუალიზმით. ყოველი ქართველი ხომ, თავისთავად, ცალკე სახელმწიფოა; ყველა მბრძანებელი; არავის არ შეუძლია სხვას დაემორჩილოს.
გაიხსენეთ:
სწორედ ამან იხსნა საქართველო დამონებისგან. მისი დამორჩილება ვერავინ მოახერხა, რადგან ამისთვის ქართველები სულ ერთიანად უნდა ამოეწყვიტათ.
მეორე მხრივ კი, სწორედ ეს თვისება ღუპავდა ყოველთვის საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს.”
