ქართველი ხელოვანები – მომღერლები, მოცეკვავეები, მხატვრები, მსახიობები, მოქანდაკეები დიდი ხანია გასცდნენ საქართველოს ფარგლებს და საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ქვეყნის შოუებსა და პროექტებში წარადგენენ.
ამერიკული “ნიჭიერი” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრამპლინია წარმატების მისაღწევად, ამიტომაც მასში სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერები მონაწილეობენ.
ისტორიის ფურცლები:
ეს შანსი კარგად გამოიყენა ანსამბლმა “დაკარგული ლეგენდები”, რომელმაც შოუში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის ქართული ცეკვა შესთავაზა.
აღფრთოვანებულმა ჟიურის წევრებმა ნომრის დასასრულს ქართველები 4 კით დააჯილდოვეს და შემდეგ ტურში გადაიყვანეს.

