ქართული ცეკვის ანსამბლი “დაისი” პოლონურ “ნიჭიერში” მონაწილეობს. შესარჩევ ტურში ქართველმა მოცეკვავეებმა ჟიურის წევრებისგან დიდი მოწონება და 3 კი დაიმსახურეს.
ანსამბლის წევრების სცენაზე გამოჩენა კიდევ ერთი დღესასწაული აღმოჩნდა პოლონური “ნიჭიერისთვის”.
მოცეკვავეებმა კომპოზიცია “ზეცა” შეასრულეს და ნამდვილი ფურორი მოახდინეს.
ისტორიის ფურცლები:
მუსიკა ამ ნომრისთვის ბენდმა “მუცო” შექმნა, კოსტიუმების ავტორი კი “ფაფანაკია”.
პოლონური “ნიჭიერის” ჟიურის და მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ანსამბლ “დაისის” მოცეკვავეები სოფი ხინჩაგაშვილი, მიხეილ დვალიშვილი, გიორგი გურჩიანი და ილო ჯინჭარაძე.
