
ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი ამ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ნინო სურგულაძეც და ანიტა რაჭველიშვილიც ამ ნომინაციაზე წარდგენილნი არიან გასულ წელს არენა დი ვერონაზე გამართულ 90-ე საოპერო ფესტივალში შესრულებული პარტიებით – ანიტა ”აიდაში” შესრულებული პარტიით, ხოლო ნინო ”ნაბუქოში” შესრულებული პარტიით.
ყველა მსურველს შეუძლია ხმის მიცემა მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ქვემოთ მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1100212310000780/?active_tab=posts ამისთვის უნდა მოიწონოთ ვებგვერდიდან გაზიარებული სტატია ანიტასა და ნინოს შესახებ.
ხმის მიცემა 10 აპრილს დასრულდება.

