
ისტორიის ფურცლები:
საქართველოდან წარდგენილმა ფილმმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ვანო ბურდულის “გაყინული შადრევნების წელიწადი” ჟიურის რჩეული გახდა.
ფილმი მელოდრამაა თბილისელი ადამიანების შესახებ. მათ სხვადასხვა ასაკი, სოციალური სტატუსი და პროფესიები აქვთ, თუმცა სიყვარულის ძიება აერთიანებთ. ფილმში ნუცა კუხიანიძე, ია სუხიტაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ნატო მურვანიძე და ანდრიუს პაულავიჩუსი მონაწილეობენ.

