ქართულმა ფილმმა “8 წუთი” საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვა

კითხვის დრო: 2 წთ.

ქართულმა ფილმმა “8 წუთი” საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 ნომინაციაში გაიმარჯვავენესუელის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა “8 წუთი” 10 ნომინაციაში გაიმარჯვა.

აპოკალიფსური შინაარსის ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი არიან.

ისტორიის ფურცლები:

ფილმში მთავარ როლებს სლავა ნათენაძე, ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე ასრულებენ.

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამარჯვებული გახდა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი – სლავა ნათენაძე
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი – ალექსანდრე დარახველიძე
საუკეთესო საი-ფაი ფილმი
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
საუკეთესო მონტაჟი – გიორგი გოგიჩაიშვილი
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა რეჟისურისთვის – გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა სცენარისთვის – გიორგი გოგიჩაიშვილი, ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის – ანი ბებია
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა ორიგინალური მუსიკისთვის – ზურა ვაჩნაძე
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა საუკეთესო მხატვრობისთვის – Slow Pulse Group

Artinfo.ge