კომპანია მეტეხი და ბავშვთა ნაციონალური ბალეტის პატარა ვარსკვლავები ბულგარეთში გასტროლზე იმყოფებიან, სადაც საერთაშორისო ფესტივალი “ზალატაია მიჩტა” ტარდება.
ისტორიის ფურცლები:
ქართველმა მოცეკვავეებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში და ათასობით კონკურსანტს შორის გამარჯვება და მთავარი ჯილდოს გრანპრის მოპოვება შეძლეს. პატარა მოცეკვავეებმა ლას ვეგასსა და საბერძნეთში მიიღეს მიწვევა.
– ჩვენ ვართ “ვარნაში” საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც უამრავი მომღერალი, მოცეკვავეე და ანსამბლი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან პრესტიჟული ფესტივალია ბულგარეთში. 2 დღიანი ბრძოლა იყო და ბოლოს უმაღლესი ჯილდო “გრანპრი” გადმოგვცეს ჩვენ. ყველა ძალიან გახარებულები ვართ, – განუცხადა “არტინფოს” ანსამბლის ხელმძღვანელმა დავით ფოცხიშვილმა.
