5 სექტემბერს 19 საათზე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება.
ისტორიის ფურცლები:
30 წლის ლეგენდარული ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს ჩაატარებს, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის ხსოვნას მიეძღვნება.
ქართული ფოლკლორის საღამოზე ანსამბლი თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს.
