ქართული ფილმი ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებულია

კითხვის დრო: 2 წთ.

ქართული ფილმი ამერიკული კინოფესტივალის გამარჯვებულიაქართული ფილმი ამერიკული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში 80 ფილმი მონაწილეობდა, საკონკურსოდ 13 ფილმი შეირჩა, ფინალისთვის კი 6 ფილმი და მათგან ორი – ქართველი რეჟისორის.

დიდი ტბების საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 14 წელია პენსილვანიაში იმართება. ამერიკის კინოფესტივალების ასეულში შედის. ქართველმა რეჟისორმა გიორგი ჯანელიძემ კინოფესტივალზე წარადგინა ორი მოკლემატრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია” და “ეს გოგონა ჩემია”.

ისტორიის ფურცლები:

ფესტივალში მონაწილე ყველა ფილმის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მაყურებელს ონლაინ რეჟიმში შეეძლო, ამისთვის კი მხოლოდ ფესტივალის ვებგვერდზე ბილეთის შეძენა იყო საჭირო.

წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული გიორგი ჯანელიძის “როდი, ლენონი და მე/ძველი ფოტოს ისტორია” გახდა.

Artinfo.ge