ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გარდაიცვალა.
88 წლის მსახიობის გარდაცვალება ათასობით მაყურებელმა გულწრფელად განიცადა.
მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი:
“ყველას რომ გული დასწყდა, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც – წლები იჯდა სახლში ყველასგან დავიწყებული, წლები არ გახსენებია არც ერთ რეჟისორს, არც ღონისძიებებზე იწვევდნენ, არც არაფერს ულოცავდნენ და არც არაფრით აჯილდოვებდნენ…
ისტორიის ფურცლები:
იყო ცოცხალი, მაგრამ არავის ახსოვდა… ალბათ მხოლოდ უბრალო ხალხს, მის მუდმივ მაყურებელს, რომელიც ახლა გულით დასტირის და ამ ლეგენდარული კლიპის ავტორს ახსოვდა სულ – ანრი ჯოხაძეს…
ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით ანრი ჯოხაძის გადაღებულ საოცარ კლიპში….
ლეგენდები ჩვენში რჩებიან სულ.”
