– ნაკლები წერა და უფრო მეტი საუბარი! – ეს არის გუგლის მიზანი, რომელიც მილიარდობით ადამიანს სიახლის შესახებ საკუთარი ბლოგის საშუალებით ატყობინებს.
ამიერიდან გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობ სისტემას ქართული ენაც ესმის.
ისტორიის ფურცლები:
ამ სისტემას 30 ახალი ენა დაემატა და მათ შორისაა ქართული:
“გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობი სისტემა მხარს უჭერს უძველებს ენებს. მათ შორისაა ქართული, რომლის ანბანიც X საუკუნით თარიღდება,” – აღნიშნულია გუგლის განცხადებაში.
მთლიანობაში სისტემას ანდროიდის და Gboard-ის ხმოვანი ძიებისთვის უკვე 119 ენის ამოცნობა შეუძლია.
