– ჩემი დაკვირვებით, ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს: პირველი – ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის, მეორე – დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის, მესამე – ნოდარ დუმბაძის, – ეს ჩანაწერი მწერალსა და პუბლიცისტს აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის:
“როცა ილია და მიხეილ ჯავახიშვილი ხარხარებენ, გაწნული სილის ტკაცუნი ისმის. მამხილებელი ძალა სირცხვილით გწვავს და გდაღავს.
ისტორიის ფურცლები:
როცა დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე იღიმებიან, სევდა გეუფლებათ და ადამიანის მიმართ თანალმობის სურვილი გიჩნდებათ.
როცა ნოდარ დუმბაძე იცინის, მხიარულების ძალით ივსებით. სიცილი გაჭირვების დამთრგუნველი იარაღია.”
