
კაფე მზიური:
“თბილისის მერიისგან პასუხი ისევ არ გვაქვს, თუმცა, ამასობაში, სერ პოლ მაკარტნიმ გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ალბათ გახსოვთ, უკვე რამდენიმე წელია, ის ჩვენი კაფეს გულშემატკივარია და იცის ჩვენი სოციალური აქტივობების შესახებ.
ისტორიის ფურცლები:
2017 წლიდან კაფე “მზიური” მისი ინიციატივის, “უხორცო ორშაბათის” მხარდამჭერია, რომელიც ცხოველების და გარემოს დაცვის პრობლემას ეხმიანება. Meat Free Monday
წერილის თარგმანი:
“მე სრულად ვუჭერ მხარს ანას ძალისხმევას კაფესთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ მას კვლავაც მიეცემა “უხორცო ორშაბათის” კარგად განხორციელების საშუალება” – პოლ მაკარტნი.
ფოტო: მერი მაკარტნი”

