პოეტი თემურ ელიავა და მომღერალი ბუბა სორდია უკრაინაში წავიდნენ და ქართველ მებრძოლებს შეუერთდნენ.
ისტორიის ფურცლები:
ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. თემური და ბუბა უკრაინაში მოქმედი მოხალისეთა ბატალიონის “ქართული ლეგიონის” წევრები გახდნენ. ეს სიახლე რადიო ათინათს მათმა ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. ისინი უკრაინაში 2 დღის წინა გაემგზავრნენ.
“ქართული ლეგიონი” მოხალისეთა ქვედანაყოფია, რომელიც 2014 წელს მამუკა მამულაშვილის მეთაურობით დაარსდა. 2016 წლიდან “ქართული ლეგიონი” უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.
