“სუხიშვილების” ლეგენდარულ მოცეკვავეს ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს არაჩვეულებრივი შვილიშვილი – უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე ჰყავს.
ალბათ გასაკვირი სულ არ არის, რომ უმცროსი ფრიდონიც ცეკვავს. მან უკვე მოახერხა და თავისი მაღალი ოსტატობით გულშემატკივართა მთელი არმია გაიჩინა.
გაიხსენეთ:
“არტ გენზე” ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე “ყირამალა” ფრიდონი სცენაზე მოულოდნელად ავიდა, ექსპრომტად იცეკვა და დამსწრე საზოგადოების მხურვალე აპლოდისმენტები და ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა.
