
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები დალეწეს და ელექტრო გაყვანილობა დააზიანეს.
ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა:
“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები მოხდა. მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა.
ისტორიის ფურცლები:
მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა.”



