
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი.
ფესტივალი მოიცავს რეგიონულ-შესარჩევ (2015 წელი) და დასკვნით ტურებს (2016 წელი). ფესტივალის პირველი, შესარჩევი ტური ჩატარდება: კახეთი, თელავი – 5-7 ივნისი, სამეგრელო – ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 14-17 ივნისი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ამბროლაური – 30 ივნისი-2 ივლისი, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე – 8-10 ივლისი, მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი – 13-15 ივლისი. ფესტივალის მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.
ფესტივალს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.

