ნიკო ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება. “შველი წყლის პირას” რუსული მხატვრობის ნუსხაშია შეტანილი და მისი ფასი 150.000-დან 200.000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. 2011 წელს ნიკალას ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 500.000 სტერლინგად გაიყიდა.
ისტორიის ფურცლები:
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის გარდა, რუსული მხატვრობის ჩამონათვალშია კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ტილო. ლადო გუდიაშვილის ნიკო ფიროსმანის პორტრეტი სოთბის აუქციონზე 4.000-დან 6.000 სტერლინგამდე მერყეობს.
ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონში სოთბის აუქციონზე 7 ივნისს გაიყიდება.

