სოთბის აუქციონზე არაერთი ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ხვდება და სოლიდურ ფასადაც იყიდება.
ისტორიის ფურცლები:
გამონაკლისი არც ნიკო ფიროსმანია. სოთბის აუქციონზე წარმოდგენილია ქართველი მხატვრის ნამუშევარი “ქართველი ქალი ლეჩაქით”, რომელიც 700.000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.
ამ ინფორმაციას ერთი სამწუხარო ფაქტი ახლავს თან – ფიროსმანის ნამუშევარი რუსული ხელოვნების ნიმუშად არის წარდგენილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრების შემოქმედება რუსული ხელოვნების კატეგორიაშია გაყვანილი.
