ფილმები, რომლებიც ყველა ქალმა აუცილებლად უნდა ნახოს

კითხვის დრო: 4 წთ.

ფილმები, რომლებიც ყველა ქალმა აუცილებლად უნდა ნახოსფილმები განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ მაყურებლებზე. სხვადასხვა ჟანრის ფილმებს სხვადასხვა კატეგორიის მაყურებელი ჰყავს.

“არტინფო” გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც ყველა ქალმა აუცილებლად უნდა ნახოს:

“ქარწაღებულნი” – არსებობს კარგი ფილმები და არსებობს უბრალოდ შედევრები. სწორედ ასეთია ფილმი “ქარწაღებულნი”. მისი ნახვა შესაძლებელია ბევრჯერ და ესასრულოდ და ყოველი ნახვის შემდეგ, რაღაც ახალს აღმოაჩენ.

“ბრიჯიტ ჯონსის დღიური” – ეს არის გოგონას ისტორია, რომელსაც არ აინტერესებს გარშემომყოფების აზრი და ცხოვრობს ისე, როგორც სურს.

“ჩემი კენკროვანი ღამეები” – თითოეული კადრი უკვე ფილმია. ოპერატორის არაჩვეულებრივი ნამუშევარი და მსახიობების პროფესიონალური თამაში საოცარ ეფექტს ქმნიან.

“შემწვარი მწვანე პომიდვრები” – საოცრად კარგი და კეთილი ფილმი, რომელიც ნახვის შემდეგ აუცილებლდა დაგიტოვებთ სინათლეს და თავის კვალს სულში.

“დედინაცვალი” – ფილმი ძლიერი გრძნობების და დედობრივი ინსტინქტების შესახებ.

“მოხატული პირბადე” – იდეალური ფილმი ყველა გაგებით. რეჟისორს სურს მაყურებელი დააფიქროს ნამდვილ სიყვარულზე და დაარწმუნოს, რომ ჭეშმარიტი სიყვარული პარტნიორების მიმართ ერთმანეთის გაგება და ნდობაა.

“საათები” – ღრმა და არაერთგვაროვანი ფილმია. უფრო სწორად, ეს არის ფილმი აღსარება, ფილმი გამოცადა, ფილმი სიმართლე. რეჟისორს სურს დააფიქროს თითოეული ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ ბედნიერებამ ზურგი აქცია – იქნებ ბედნიერება გვერდითაა?!

ისტორიის ფურცლები:

“სარკეს ორი სახე აქვს” – დაუჯერებლად კეთილი ფილმი არაჩვეულებრივი მსახიობებით და საყურადღებო სიუჟეტით. ფილმის ულამაზესი სასიყვარულო თემატიკა გულსაც ახარებს, თვალსაც და ყურსაც.

“შემიყვარე თუ გაბედავ” – ეს ფილმი–თამაშია, მსუბუქი და ძალიან ცხოვრებისეული. არაორდინალური ისტორია არაორდინალური გმირების არაორდინალური ქმედებებით.

“ჩემი ერთადერთი” – ფილმი იმდენად საინტერესოა, რომ იქაურ ატმოსფეროს ეკრანიდანაც შეიგრძნობთ.

“საწოლში მტერთან” – შუშის სახლი ოკეანის სანაპიროზე ზოგისთვის ოცნებაა, ზოგისთვის – ოქროს გალია, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუკი ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებ. ეს არის ფილმი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით უყურებთ.

“ინგლისელი პაციენტი” – რეჟისორმა გადაიღო არა მხოლოდ ფილმი, არამედ შექმნა ცხოვრებისეული გზამკვლევი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, შეცდომების შესახებ.

“წამკითხველი” – ფილმი, სადაც თითოეულ მოქმედებას სულგანაბული უყურებ. სურათში ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს პირადი დრამა და გარშემო განვითარებული მოვლენები.

“გამოსყიდვა” – ეს არის ფილმი სიყვარულსა და სიძულვილზე, იმედებსა და სურვილებზე, ერთგულებასა და ღალატზე საოცარი მსახიობების მონაწილეობით. მთელი ფილმის განმავლობაში ჟღერს საოცარი მუსიკა და გეჩვენებათ, რომ ის თქვენი შინაგანიდან მოდის.

“თეთრი ოლეანდრი” – ამ ფილმის ყურება ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს და სულ მალე აღმოაჩენს, რომ არ შეუძლია ეკრანს მოწყდეს. ფილმი და მისი სიუჟეტი მაყურებელს აჯადოებს.

“ყველაფერი დედაჩემის შესახებ” – პედრო ალმადოვარის ფილმი, რომელშიც რეჟისორმა დაგვანახა მისი დამოკიდებულება სუსტი სქესის მიმართ. ცნობილი ფაქტია, რომ რეჟისორი იღებს ფილმებს ისე, როგორც ამას ვერ ახერხებს სხვა.

Artinfo.ge