ფესტივალი „ნიქოზი 2015“ იწყება

კითხვის დრო: 2 წთ.

ფესტივალი „ნიქოზი 2015“ იწყებანიქოზის საკათედრო ტაძარში გაიხსნება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი „ნიქოზი 2015″.

ფესტივალში მონაწილეობს 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ფესტივალს დაესწრებიან ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ფესტივალის პარალელურად გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.

„ნიქოზი 2015“-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა, ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია, მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.

Artinfo.ge