
“წინ ისევ გოლგოთის გზა გვიდევს,
გლოვის და ცრემლების ქარია,
ჩვენ ვკვდებით, შენ მაინც დაგვინდე,
გვიშველე, წმინდაო მარიამ…
ისტორიის ფურცლები:
ყველასთან ტალახის გზა მიდის,
ტალახში ვეფლობით ძალიან,
ცოდვებით სავსეა ამინდიც,
გვიშველე, წმინდაო მარიამ!…
ნუგეშმა დაკარგა ძალა და,
მზეც თითქოს დღეს უჩინარია…
მთლად მეწყერს მაინც ნუ გაგვატან,
დედაო ღვთისაო, მარიამ!..”

