წელს უკრიანულ “იქს ფაქტორში” ბევრი ქართველი მონაწილეობს. ზოგიერთი მათგანი ქართველი მსმენელისთვის ცნობილია, ზოგს კი მხოლოდ ახლა იცნობს ფართო საზოგადოება.
ერთ-ერთი მათგანი 23 წლის ბესიკ ნემსაძეა, ჯეოსტარელი ოთო ნემსაძის უმცროსი ძმა.
უკრაინული “იქს ფაქტორის” რიგით მეექვსე სეზონზე ქართველმა კონკურსანტმა ჟიურის ირაკლი ჩარკვიანის “მენატრება” უმღერა.
ისტორიის ფურცლები:
როგორც მოსალოდნელი იყო, ბესიკმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ოთხი კი მიიღო. შოუში მისი გამოსვლის ვიდეო ინტერნეტში უკვე გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ძმის გულშემატკივრობისკენ მოუწოდა მსმენელს ოთო ნემსაძემაც:
“Nemsadze junior-ი უკრაინული დიდი გამოწვევების წინაშე. უგულშემატკივრეთ კარგი ბიჭია ბესიკი.”
