ოთო ნემსაძე საქართველოს “ევროვიზია 2019”-ზე წარადგენს.
მუსიკალურმა შოუმ “საქართველოს ვარსკვლავი” გამარჯვებული გამოავლინა. 234.383 ხმიდან ყველაზე დიდი რაოდენობა 44.13 პროცენტი მიიღო ოთო ნემსაძემ და ის 14 მაისს თელ ავივიში გაემგზავრება.
გაიხსენეთ:
“საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები იყვნენ გიორგი ნაკაშიძე, ოთო ნემსაძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.
ოთომ გამარჯვება მოიპოვა სიმღერით „სულ წინ იარე“, რომლის ავტორიც რომან გიორგაძეა.
