12 აპრილს კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი იუბილარია. მას 60 წელი შეუსრულდა.
კომპოზიტორი, რომელიც 200-მდე სიმღერის ავტორია, თავის იუბილეს ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე” ფარგლებში საგანგებო კონცერტით აღნიშნავს.
ისტორიის ფურცლები:
19 აპრილს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც ოთარ ტატიშვილის ნაწარმოებებს ცნობილი მომღერლები შეასრულებენ.
ოთარ ტატიშვილის სიმღერები, რომელთა უმეტესობაც ჰიტია, მსმენელში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
