9 აპრილის ბაღში მდებარე მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაზიანებულია. მსახიობის ძეგლი 16 იანვარს მის დაბადების დღეზე გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი, თბილისის მერი, ხელოვანის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.
ისტორიის ფურცლები:
ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ძეგლის კვარცხლბეკზე მთლიანად მოგლეჯილია წარწერა “ოთარ მეღვინეთუხუცესი”. წარწერა 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა 17 იანვარს დილით იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ძეგლის დაზიანება გვიან ღამით მოხდა.
