
ბედის ირონიაა, რომ მსახიობის დაკრძალვის დღეს, მას ბაქოში როლზე დამტკიცების შესახებ ცნობა მიუვიდა. სწორედ აზერბაიჯანელებთან მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა ზუზუ ბეჟაშვილი ოსკარზე.
ისტორიის ფურცლები:
“კვარტალი” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც აზერბაიჯანმა ოსკარზე 2010 წელს “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაში წარადგინა. ადგილობრივ მსახიობებთან ერთად ფილმში ზუზუ ბეჟაშვილიც მონაწილეობს.


