კინოს სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი ჯილდოსთვის – ოსკარისთვის ბრძოლა დაიწყო. საქართველომ წელს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად ლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა სპეციალური ჯილდო სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მას ეკუმენური ჟიურის პრიზი მიენიჭა.
ისტორიის ფურცლები:
ოსკარის ნომინაციისთვის ბრძოლა დასკვნით ფაზაში შედის – European Film Promotion ლოს ანჯელესში ჩვენებების სერიას იწყებს, რათა ევროპულმა ფილმებმა მსოფლიო კინოასპარეზზე ყურადღების მიპყრობა შეძლონ.
ჩვენებებში 27 ევროპული ფილმი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე ლევან თუთბერიძის “მოირა”.
