
იგი მიეძღვნა ლეგენდარულ მოცეკვავეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ეროვნული პრემიის ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს ომარ მხეიძეს. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით ომარ მხეიძეს მიენიჭა „საუკუნის მოცეკვავის“ წოდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ საბავშვო და ახალგაზრდული კოლექტივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. წარმატებული ქორეოგრაფები დაჯილდოვდნენ „ქორეოგრაფიის ამაგდარისა“ და „ქორეოგრაფიის დესპანის“ საპატიო წოდებით.

