ნუცა ბუზალაძის ბრწყინვალე გამოსვლა “ამერიკის ვარსკვლავში”

კითხვის დრო: 1 წთ.

ნუცა ბუზალაძეს ოცნება აიხდინა – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ შოუში “ამერიკის ვარსკვლავი” მიიღო მონაწილეობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა მომღერალმა ბრწყინვალე შესრულებით ჟიურის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. მას ოქროს ბილეთი გადასცეს და “ჯენიფერ ლოპესი საქართველოდან” უწოდეს.