ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი დაინიშნა. ის უკვე კარგა ხანია ამერიკაშია თავის საყვარელ მამაკაცთან ბენ ჩეიმთან ერთად და არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მისი გათხოვების შესახებ.
ნუკი კოშკელიშვილი:
“ხშირად მეუკითხებიან, რატომ არ თხოვდებიო და სულ ვპასუხობ, იმიტომ რომ ბეჭედი მიკეთია სულ “უფალო შემიწყალე”. მეგობრებო, ჩემი ბეჭედი ხომ არ გინახავთ, დავკარგე.”
ისტორიის ფურცლები:
ტელეწამყვანმა ინფორმაცია ნიშნობის შესახებ დღეს გაავრცელა. ნუკიმ ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით:
“დიდი მადლობა Vera Wangs-ს და, რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭს. ერთი სული მაქვს გავიკეთო და ჯერ არაო”.
ნუკიმ ნიშნობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.

