ნიკოლოზ ფიფიას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. “ნიჭიერის” მონაწილე გამოჩენისთანავე შეიყვარა მაყურებელმა, თუმცა მისი განსხვავებული გარეგნობის გამო, სამწუხაროდ, დასცინიან და გულს ტკენენ.
ეკა ჭონქაძე, ნიკოლოზ ფიფიას დედა:
“არასოდეს არ დამთავდება ეს დაცინვა, გულის ტკენა? რით ვერ ვასწავლეთ ამ ბავშვებს, რომ არსებობენ განსხვავებული ადამიანები. დღეს ძიძას შეუმჩნევია როგორ უბღვერდნენ ერთმანეთს. ეს რომ არ შეემჩნია, ვერც მივხვდებიდი. რომ ვკითხე რატო არ მითხარი-მეთქი, სულ მე მადანაშაულებენო და მაგიტომ ვერ ვამბობდიო. სულ მე ხოვარ დამნაშავეო. ყველა ჩემ გარშემო მართლები არიანო. მაინც მე გამომიყვან შენც და სხვები დამნაშავედო.”
