
ისტორიის ფურცლები:
“მე გავიცანი ქართველი კაცი
ვნახე ქვეყანა, მარად ქებული,
გულში ჩავხედე – ვიპოვე განძი
თვით ბუნებაზე აღმატებული!…
ვიგემე შენი ღვინო და პური,
ყოველი სიტყვა მარგალიტია –
მეგობრის სიტყვა, მიღება ძმური
ერებისათვის მაგალითია.
ვიხილე ხალხი კეთილი, ბრძენი,
ვეფხისტყაოსნის გმირმა მატარა..
ვცადე, შემეცნო სიმაღლე შენი
და მე აღმოვჩნდი მეტად პატარა!”

