,,ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალი გაუქმებულია

კითხვის დრო: 1 წთ.

,,ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალი გაუქმებულიასახალხო პროექტი “ნიჭიერი” დღეს ეთერში არ გავა. მეხუთე ნახევარფინალის გაუქმების შესახებ ინფორმაციას “ნიჭიერის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“მაყურებლებო, მეხუთე ნახევარ-ფინალი დღეს არ იქნება. შემდეგ ლაივს იხილავთ ხუთშაბათს. დაგველოდეთ და ერთად გამოვავლინოთ კიდევ 2 ფინალისტი.”

მიზეზი, რის გამოც “ნიჭიერის” მეხუთე ნახევარფინალის ჩატარების დრო შეიცვალა, უცნობია. პროექტის წარმომადგენლები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ შოუ გადაიდო და მომდევნო 8 კონკურსანტის შეფასების საშუალება მაყურებელს 7 იანვარს, 23 საათზე მიეცემა.

Artinfo.ge