
მთელი წლის განმავლობაში “სუხიშვილები” გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს გარშემო.
ამჟამად ანსამბლი პოლონეთში იმყოფება, სადაც ტრადიციულად აღფრთოვანებულს ტოვებს მაყურებელს.
ისტორიის ფურცლები:
ნინო სუხიშვილი:
“ბედნიერი, ამაყი და გაოცებული ვარ ყოველ დღე ყოველი კონცერტის და წარმატების შემდეგ.
თითქოს უნდა მივეჩვიოთ უკვე ამ ემოციებს, სიხარულს, რომელიც წარმოდგენის ფინალში ხდება, და მაინც ერთნაირად გვიცემს სიამაყით გული და ამ შეგრძნების გამოხატვა სიტყვებით ძალიან ძნელია.”

