
მომღერალი ჯგუფ “ინსაითთან” ერთად 15 წელია გამორჩეულ და ინდივიდუალურ მუსიკას ქმნის და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ნინო ქათამაძის კონცერტები ყოველთვის სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
ისტორიის ფურცლები:
ყოველ წელს მომღერალი თავის მსმენელს ახალ ალბომს სთავაზობს. ალბომების “თეთრი”, “შავი”, “ლურჯი”, “წითელი” და “მწვანე” შემდეგ, მუსიკოსებმა ახალი ალბომი გამოუშვეს, რომელსაც “ყვითელი” დაარქვეს.
ალბომის პრეზენტაცია და სპეციალური კონცერტი მოსკოვშია დაგეგმილი. 25 და 26 მარტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” მოსკოველი მსმენელის წინაშე მუსიკის სახლში წარსდგებიან.

