ქართველი საოპერო მომღერლები მსოფლიოს წამყვან თეატრებში წარმატებით გამოდიან და სხვადასხვა საოპერო სპექტაკლებში მთავარ პარტიებს ასრულებენ.
გამონაკლისი არც ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძეა, რომელმაც ნეაპოლის სან-კარლოს თეატრში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
გაიხსენეთ:
მან დეზდემონას არია შეასრულა და კიდევ ერთხელ მონუსხა საოპერო ხელოვნების მოყვარული ევროპელი მსმენელი.
სპექტაკლის ბოლოს სცენაზე გამოსული ნინო მაჩაიძე დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დააჯილდოვა.
