
წამყვანი უცხოური გამოცემების მიერ ქართულ სენსაციად აღიარებული მომოღერალი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად თავის პირველ მასშტაბურ კონცერტს გამართავს.
ისტორიის ფურცლები:
16 დეკემბერს ნინო მაჩაიძე დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილ საოპერო არიებს იმღერებს. “მისი სიმღერა ფერთა გამაა” – ასეთ შეფასებას აძლევს ქართველ სოპრანოს The New York Times.
დიდ საკონცერტო დარბაზში მისულ მსმენელს მიეცემა შანსი შეიტყოს როგორ მოაჯადოვა მსოფლიო ქართველმა ჯულიეტამ, რამეთუ მისი სმენა და ცქერა, ესთეტურ-ხმოვანი სიამოვნების გარდა, ბედნიერებასთან პირდაპირ კავშირშია.

