ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე ცნობილი საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახეა.
ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებულმა 33 წლის საოპერო მომღერალმა თავად გაავრცელა:
“უბედნიერესი ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი საოცნებო BVLGARI-სთვის ვიპოზიორე.
რომში, BVLGARI-ის სახლში მქონდა არაჩვეულებრივი ფოტოსესია და მქონდა პატივი მეტარებინა ამ კომპანიის საოცარი და უნიკალური სამკაულები.
ისტორიის ფურცლები:
ვარ ბედნიერი და ჩემთვის დიდი პატივია მქონდეს კავშირი ასეთ კომპანიასთან. გთავაზობთ ფოტოებს გადაღებებიდან და მოუთმენლად ველი ორიგინალური პოსტერების გამოსვლას.”




