ნინო კასრაძე წლის მსახიობია

კითხვის დრო: 2 წთ.

ნინო კასრაძე წლის მსახიობიარუსთაველის თეატრის მსახიობი ნინო კასრაძე წლის მსახიობად დასახელდა. მას ეს წოდება ჟურნალმა “ეგო” მიანიჭა და სპეციალური პრიზითაც დააჯილდოვა.

ისტორიის ფურცლები:

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ჟურნალის სამი წლის იუბილეზე საზეიმოდ გამოვლინდა.

წლის აღმოჩენა მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა, წლის ტრენდსეტერი ავთანდილ ცქვიტინიძე, წლის ვარსკვლავი ილია ბეროშვილი, ყველაზე გულახდილი რესპონდენტი თეონა კონტრიძე, წლის რეჟისორი ზაზა ურუშაძე, წლის ტელესახე ვანიკო თარხნიშვილი, წლის ავტორი გიორგი კეკელიძე. წლის კულინარი გიორგი იოსავა, წლის ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე, წლის ბიზნესლედი მარიამ ასათიანი, წლის ჭკვიანი, ძლიერი და გემოვნებიანი ქალი მაია სიდამონიძე, წლის ჭკვიანი, ძლიერი და გემოვნებიანი მამაკაცი დავით გოგორიშვილი, მკითხველის ფავორიტი ყდა ქეთი ბოჭორიშვილი, ახალი მოთამაშე ქართულ მარკეტინგში “პაშა ბანკი”, წლის ყველაზე კრეატიული კომპანია “ჯეოსელი”, წლის ქველმოქმედი “სიცოცხლის ხე”, წლის საუკეთესო მენეჯერი ქალი მარიამ ქვრივიშვილი, წლის საუკეთესო მენეჯერი მამაკაცი კი შოთიკო მაჭავარიანი.

Artinfo.ge